რა მოხდა ვაზიანში და არის თუ არა ქართველი სამხედროების ნაწილი მოწამლულები, ამ კითხვით რუსთავი 2 თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს დაუკავშირდა.
ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა ოფიციალური განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად დრო სჭირდება.
ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვაზიანში 80 ქართველი სამხედრო მოსამსახურეა მოწამლული.