საფრანგეთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ფინალი დასრულდა.
ფინალში ქართველი მორაგბეები ფრანგ თანატოლებთან დამარცხდნენ ანგარიშით 57:0 და მეორე ადგილი დაიკავეს.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ინგლისის ნაკრებმა იტალია 34:5 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა ფინალში გასვლამდე ¼-ში ირლანდიას, ხოლო ½-ში კი იტალიის ნაკრებებს მოუგეს.