15 იანვარი 2026,   13:00
ვრცლად
ალექსანდრე ნინუას ადვოკატის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ალექსანდრე ნინუას საქმეს სასამართლო არსებით განხილვაზე გაიტანს. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა ნინუას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ მტკიცებულებების უსაფუძვლობაზე ილაპარაკა და სამხედრო ავტომობილების ფასის განსაზღვრის წესიც გააპროტესტა. სასამართლოსა და მხარეების გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, რომელთაც 2014 წლის 28 ნოემბერს შეარჩევენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები