შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონში ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
დაკავებულმა უკვე აღიარა ჩადენილი დანაშაული.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა დღეს, 16 ოქტომბერს მოხდა. მოკლულია გოდერძი შამუგია. შამუგიას ოჯახის წევრები დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ.