ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო და საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად, დრო სიტყვა-პასუხში დაიკარგა. ხადურის თქმით, იყო ცალკეული შემთხვევები, როცა დეპუტატებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს.
საპარლამენტო უმცირესობასთან გამართული შეხვედრა ფინანსთა მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას შეაჯამა. კითხვაზე, რძე ხომ არ დაალევინეს ფინანსთა მინისტრს, ხადურმა აღნიშნა, რომ რძე კი არა, წყალიც დალეული დახვდა.