14 იანვარი 2026,   03:43
ვრცლად
„ნაციონალებს გამოძებისთვის 25 დღე ჰქონდათ“, - ირაკლი ღარიბაშვილი რაფალიანცის საქმეზე

„უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“ - ამ სიტყვებით საქართველსო პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიების თემას გამოეხმაურა. მისი თქმით "ეს შემთხვევა მოხდა "ნაციონალების" დროს, და მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის“.

„როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. როცა უნდა მოხდეს ცხელ კვალზე გასვლა, მაშინ არაფერი გააკეთეს. დღეს, ორი წლის შემდეგ, ამ უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რაფალიანცის საქმის გამოძებას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობამ 17 სექტემბერს პარლამენტში რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. კომისიის შექმნის საკითხი დღეს 18 სექტემბერს პარლამენტის სესიაზე განიხილება.

10-ი თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, კახეთში სოფელ კოლაგში წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის მკვლელობა თავიდანვე პოლიტიკას და არჩევნებს დაუკავშირეს. გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები