16 იანვარი 2026,   01:35
ვრცლად
უმცირესობა რეზოლუციის მიღებას, უმრავლესობა - სიღრმისეული ანალიზისთვის დროს ითხოვს

რა რეაგირებას მოახდენს პარლამენტი, რუსეთსა და დე-ფაქტო აფხაზეთს შორის შესაძლო სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებაზე, ამ დრომდე უცნობია.

კოალიცია "ქართულ ოცნებაში" პოზიცია დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეცვალეს, თუმცა მკვლავ გაურკვეველია შეადგენს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა რეზოლუციის პროექტს, რომლითაც პარლამენტი რუსეთის ქმედებას გააპროტესტებს.

რა ფორმით უნდა მოხდეს რუსეთის ქმედების გაპროტესტება ამასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ აქვთ კოალიციაში, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ნაციონალური მოძრაობის პათოსს იზიარებს.

პარლამენტში ამ დროისთვის რეზოლუციის მხოლოდ ერთი პროექტია დარეგისტრიტებული, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა.

იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობის შეთავაზებას მხარს დაუჭერს, უნდა გაუქმდეს აბაშიზე-კარასინის მოლაპარაკებები და შეიცვალოს საგარეო პრიორიტეტები.

საპარლამენტო უმცირესობა მთავრობას დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ და რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედებისკენ მოუწოდებს.

იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი ხვალ არ ჩამოყალიბდება საკუთარ პოზიციაზე, ამ დოკუმენტის განხილვა თვის ბოლომდე გადაიდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები