რუსული ავიაკომპანია აეროფლოტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში, საქართველოში, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში, ავიაკომპანიის მომსახურებით უფასოდ ისარგებლებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა ავრცელებს.
აეროფლოტის ცნობით, კომპანია დაფარავს არა მხოლოდ ფრენის ხარჯებს, არამედ აეროპორტის მოსაკრებელსაც.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეეძლებათ, უფასო ბილეთი აუღონ მათ თანმხლებ კიდევ ერთ პირს.