14 იანვარი 2026,   17:18
ვრცლად
ნოშრევან ნამორაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დავით კოდუას ცემაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძე 18 სექტემბერს სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას 50 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

პროცესი დატოვეს დავით კოდუას დედა ლაურა ღაჭავამ და ძმამ გიორგი კოდუამ. მათი გაღიზიანება დაცვის მხარის მიერ ნამორაძისთვის გათავისუფლების შუამდგლომობის დაყენებამ გამოიწვია.

ადვოკატის შუამდგომლობის გამოცხადების შემდეგ, ლაურა ღაჭავა შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

პროცესის დაწყების წინ ნოშრევან ნამორაძის ახლობლებსა და ლაურა ღაჭავას შორის შელაპარაკებაც მოხდა.  

დღის ამბები