"ჩემი პოლიტიკური პოზიცია მას შემდეგ ჩამოყალიბდება, რაც საბოლოო ვერდიქტი დაიდება,"-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ე.წ. კაბელების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
"ვწუხვარ, რომ ეს შემთხვევა მოხდა. მასთან მიმართებაში მე შეიძლება ჩემი პირადი მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ ვერ ჩავერევი იმ პროცესში, რასაც საგამოძიებო პროცესი და სასამართლო განხილვა ჰქვია. ჩემი პოლიტიკური პოზიციაც ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც საბოლოო ვერდიქტი დაიდება და საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება. მე ეჭვი არ შემაქვს არც სასამართლოს, არც პროკურატურის კომპეტენციაში, არც მათ საიმედოობაში," - განაცხადა ჯანელიძემ.
მინდია ჯანელიძემ ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.