თავდაცვის მინისტრმა რუსეთის ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს შორის შუამავლის როლის შესრულებას კატეგორიულად უარყოფს. ამ თემაზე კითხვა მინისტრს დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ დაუსვა, რასაც მინდია ჯანელიძემ "სისულელე" უწოდა.
"ეს არის სრული სისულელე. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და უპასუხისმგებლო განცხადება, რომ მე ვინმეს ემისარი ვიყავი ან სადმე ვიყავი ემისარი. გთხოვთ ეს ინფორმაცია დააზუსტოთ, ვინ ვიყავი, სად ვმუშაობდი და ამის შემდეგ ილაპარაკოთ," - განაცხადა ჯანელიძემ.