სენაკის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს, მომხდარს შსს-ში ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ცნობილია, რომ თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა, თუმცა სამარშრუტო ტაქსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია სამარშრუტო ტაქსი მძღოლის პირადი საკუთრება იყო და ის კონკრეტულ რეისზე არ მუშაობდა.
სამინისტროში არ აკონკრეტებენ მძღოლის მდგომარეობას, ისევე როგორც არ საუბრობენ თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე, ყაჩარობის მუხლით არის აღძრული.