სასჯეაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კრიმინალური სამყაროს უმკაცრესად დასჯაზე საუბრობს. განცხადება მინისტრმა მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე გააკეთა.
„ყველა დანაშაულს, რომელსაც კრიმინალური სამყარო განიზრახავს, უმკაცრესი პასუხი გაეცემა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ერთი რამ შემიძლია მოკლედ ვთქვა, რომ ამ საზარელ მკვლელობას უმკაცრესი პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება,"-აღნიშნა მღებრიშვილმა.
სამოქალაქო პანაშვიდზე სასჯელაღსრულების მინისტრის გარდა იმყოფებოდნენ იუსტიციისა და სოფლის მეორნეობის მინისტრები.