სამართალდამცველები წუხელ გვიან ღამემდე მუშაობდნენ ზაზა წოწელიას სახლში. წოწელიას ბარბარე რაფალიანცის ოჯახის ადვოკატი ლალი ბიწოშვილი მასზე განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს. პოლიციის თანამშრომლებმა წოწელიას ბინიდან პერსონალური კომპიუტერი, ლაზერული დისკები და ერთი პლანშეტი ამოიღეს. ნივთები ექსპერტიზაზე გაიგზავნება.
ადვოკატის თქმით პოლიციას ეჭვი აქვს, რომ წოწელია სახლში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეომასალის ასლებს ან სხვა ჩანაწერებს ინახავდა. საუბარია ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც ლალი ბიწოშვილი რაფალიანცის საქმეში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. ბიწოშვილის თქმით, ვიდეოში ასე საუბარი მას წოწელიამ აიძლა.
ზაზა წოწელია ამბობს, რომ რაფალიანცების ადვოკატი მან ჩაწერა და შემდეგ ეს მასალა ლალი ბიწოშვილს გადასცა. მისი თქმით, ვიდეოც ბიწოშვილის თხოვნით გადაიღო. ზაზა წოწელია უკვე დაიკითხა.