16 იანვარი 2026,   18:37
ვრცლად
"მე მათთვის ხიფათს წარმოვადგენ," - ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრებზე

"მე ვარ ერთადერთი, ვინც აკმაყოფილებს ილიას სიტყვებს - ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა გავიზიაროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა,"- ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. 

"ვერაფრით ასაბუთებენ, რომ ვმართავ, ქვეყანას და ჩემი ინტერესები ქვეყნისას ემთხვევა. რაღა აშფოთებთ," - განაცხადაივანიშვილი. 

ივანიშვილის თქმით, ის კულისებიდან ქვეყანას არ მართავს და მისი მეგობრები მთავრობაში არ არიან დასაქმებულები. 

"არ ვმართავ კულისებიდან მთავრობას. მას მართავს მისი მეთაური. მინისტრები აკეთებენ თავის საქმეს. ძალიან იშვიათად თუ დამირეკავენ და რჩევას მკითხავენ, მე მათ ვესაუბრები. ეს ყველგან ხდება მსოფლიოში. მე მათზე ბერკეტი არ მაქვს, რომ ვმართო. არც ნათესავები არ არიან და არც - ჩემი მეგობრები. მათ იციანი ძალიან კარგად ჩემი პოზიცია, რომ ძალიან პრინციპული ვიქნები, თუ კანონს დაარღვევენ. მე საზოგაოდებაში დიდი მხარდაჭერა მაქვს. იციან, რომ კანონს თუ დაარღვევევნ ხმას ამოვიღებ და ამას დიდი რეაქცია მოჰყვება. ამას კი დიდ ანგარიშსს უწევენ. მე მათთვის ხიფათს წარმოვადგენ," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები