14 იანვარი 2026,   11:30
ვრცლად
პროკურატურა შალვა აბულაძის განცხადებებზე რეაგირებას მოახდენს

შალვა აბულაძის სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა დავით ნეფარიძემ განაცხადა, რომ ბრალდებულ შალვა აბულაძის ინფორმაციაზე, რომელიც მის მიმართ საფრთხეებს გულისხმობს, "კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება".

თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, ამ ღონისძიებებში რა იგულისხმება. 

პროკურორის თქმით, ის ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულმა დღეს სასამართლო პროცესზე გაახმოვანა, პროკურატურისთვის ამ დრომდე უცნობი იყო. 

"ინფორმაცია ბრალდების მხარისთვის დღეს გახდა ცნობილი, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება იმაზე, რაც თქვა ბრალდებულმა," - განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებული შალვა აბულაძემ დღეს მის სასამართლო პროცესზე მის მთავარ მტრად მამუკა ხაზარაძე დაასახელა. ამასთან, მან ისიც თქვა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მის მეგობრებსა და მის ფეხმძიმე საცოლეზე ზეწოლა ხორციელდება და თანახმაა პატიმრობაში დარჩეს, რადგან გათავისუფლების შემთხვევაში მისი ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე არსებობს. 

შალვა აბულაძეს ბრალად ედება ორი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები