14 იანვარი 2026,   02:16
ვრცლად
სააკაშვილის ქონება დაყადაღებულია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის,  ოთარ კახიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის კუთვნილი ქონება დაყადაღებულია.

სააკაშვილის ადვოკატი იმ ქონების ჩამონათვალს ასახელებს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს და მის ოჯახს დაუყადაღდა. როგორც ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის , მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება.

ადვოკატის თქმით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი "ტოიოტა რავ" 4; ასევე გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის "ჰონდა აკორდი".

ამ თემასთან დაკავშირებით ოთარ კახიძე პრესკონფერენციას უახლოეს ხანში გამართავს.

ოფიციალური კომენტარი სახელმწიფო უწყებების მხრიდან კი  მოგვიანებით გაკეთდება.

დღის ამბები