16 იანვარი 2026,   09:35
ვრცლად
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტსა და დავიდ სანაკოევს შორის კვლავ დაპირისპირებაა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტი დავიდ სანაკოევისთვის უნდობლობის ვოტუმის საკითხს მეორედ განიხილავს.

სხდომა 15 აპრილსაა ჩანიშნული. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს უნდობლობის ვოტუმი პარლამენტმა 2 თვის წინაც გამოუტანა.

მიზეზი კი რუსეთსა და ოკუპირებულ ცხივნალის რეგიონს შორის თანამშრომლობისა და მეკავშირეობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება გახდა.

დავიდ სანაკოევმა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ხელყოფს.

მოქმედი ე.წ. კონსტიტუციით, იმ შეთხვევაში თუ ე.წ. პარლამენტი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს უნდობლობას მეორედ გამოუცხადებენ, დოკუმენტი ხელმოსაწერად ლეონიდ თიბილოვს გადაეგზავნება და მას ვეტოს დადების უფლება აღარ აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები