პანკისელი უხუცესები სირიაში ახალგაზრდების საომრად გაგზავნას გმობენ, - ამის შესახებ ნათქვამია უხუცესთა საბჭოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
სპეციალური განცხადებით, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას მიმართავს და დახმარებას ითხოვს.
”პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობის უხუცესთა სათემო კავშირი გმობს სირიაში არასრულწლოვანი ახალგაზრდების საომრად გაგზავნას. ჩვენი ძალებით არ შეგვიძლია, აღვკვეთოთ ეს არანორმალური მოვლენა. გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ უნდა მივმართოთ ძალოვან სტრუქტურებს, ხელისუფლებას, პარლამენტს, გაგვიწიოს დახმარება არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების და ახალგაზრდების სახლში დასაბრუნებლად და იმ პირების გამოსავლენად, რომლებმაც დააფინანსეს, პროპაგანდა გაუწიეს და დაეხმარნენ. უკანონოდ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაში ხელი შეუწყვეს,” - ნათვქამია განცხადებაში.