საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საპასუხო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა. ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში ხვალ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. სახელმწიფოს მეთაური ლატვიელ კოლეგას ანდრის ბერზინშს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ თავისუფლების მონუმენტს ყვავილების თაიგულებით შეამკობენ.
„მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი იმით, რომ რიგის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე ხდება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლატვიაში, რომელიც არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი არის ერთადერთი უმაღლესი დონის ვიზიტი ლატვიაში მისი თავმჯდომარეობის დროს,“ - განცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალიამ.
გიორგი მარგველაშვილი ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დელეგაციის პატივსაცემად ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება