14 იანვარი 2026,   12:25
ვრცლად
ალასანიას შეფასებით, ღარიბაშვილს განცხადებაში მკაფიო გზავნილები ჰქონდა

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, პრემიერის განცახდება აფხაზების თვითგამორკვევასთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილებს შეიცავდა.

ირაკლი ალასანიას თქმით, „დღეს გვაქვს ოკუპაცია და ანქსიის დასაწყისი. პრემიერმა თქვა, რომ ეს პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, თვითონ აფხაზების ინტერესებსაც ეწინააღმდეგება. მათ თუ სურთ, შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა, ამას  შეინარჩუნებენ მხოლდდამხოლოდ თავისუფალ სივრცეში, საქართველოსთან ერთად ევროპაში,“- აცხადებს ირაკლი ალასანია.

თავდაცვის მინიტრმა ასევე შეაფასა კარასინი-აბაშიძის გუშინდელი შეხვედრა და დიალოგის გაგრძელებაზე ისაუბრა.

ირაკლი ალასანია ამბობს, რომ „ომის პირობებშიც კი ელაპარაკებიან მხარეები ერთმანეთს. ეს არხები უნდა არსებობდეს. რაც შეეხება მომავალ ბედს ამ ორმხრივი ფორმატისა, ეს გადაწყდება მთავრობის მიერ.“ 

ამავე თემაზე
დღის ამბები