13 იანვარი 2026,   20:26
ვრცლად
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მალე მიიღოს," - ლატვიის პრეზიდენტი

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მალე მიიღოს," - ეს განცხადება ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშიმ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

ლატვიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რიგის სამიტისთვის საქართველო მზად იქნება. 

"ნიშანდობლივია, რომ სწორედ ლატვია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მოხდა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება. იმედი მაქვს, საქართველო ღირსეულად წარსდგება რიგის სამიტზეც. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ამ პროცესთან მიმართებაში ლატვიას დადებითი პოზიცია აქვს," - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.

ანდრის ბერზინშიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაც დააფიქსირა, უშუალოდ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის საკითხზე კი განმარტა, რომ გიორგი მარგველაშვილთან აუდიენცია ქართულ-ლატვიური მჭიდრო ურთიერთობების დასტური და ნათელი მაგალითი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები