12 იანვარი 2026,   13:00
ვრცლად
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე დაიბარეს

პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გაგზავნასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტულ ცენტრში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც მთივლიშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, ის ჩვენების მისაცემად დღეს 15 საათზეა დაბარებული.

"რამდენიმე წუთს წინ ჩემთან კახეთში ჩამოვიდნენ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები და ჩამაბარეს უწყება, რომ დაკითხვაზე ვარ დაბარებული მოწმის სახით", - განუცხადა მთივლიშვილმა "რუსთავი 2"-ს.

უწყების მიხედვით, რომელიც ჟურნალისტს რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა, საქმეს შსს კონტრტერორისტული ცენტრის მეორე მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ–გამომძიებელი უსუფ თვალიაშვილი იძიებს.

დღის ამბები