15 იანვარი 2026,   20:14
ვრცლად
ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ სასამართლო სხდომა დატოვეს

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლო დატოვეს. 

„კურიერი“-ს ჟურნალისტის ცნობით, სხდომის დატოვებამდე მათ პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს, რასაც სხდომათა დარბაზში ტაში მოჰყვა.

პროცესი დატოვეს მერაბიშვილისა და უგულავს ახლობლებმაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღის ამბები