11 იანვარი 2026,   11:03
ვრცლად
გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

გიგი უგულავას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ კვირაში შევა, ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ბექა ბასილაია ავრცელებს. 

ადვოკატის განცხადებით სარჩელი, რომელიც უკვე მომზადებულია, იქნება დაცვის მექანიზმი, როგორც გიგი უგულავასთვის, ასევე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქისათვის. 

"ეს არის არაკონსტიტუციური პრაქტიკა კანონის არასწორი ინტერპრეტაციისა. საქართველოს კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლო წერტილს დაუსვამს ამ სამართლებრივ უმსგავსობას," - განაცხადა ბექა ბასილაიამ ჟუნრალისტებთან საუბრისას.  

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ამ თემაზე განცხადება გააკეთა გიგი უგულავამაც. 

"საკონსიტუციო სასამართლო განიხილავს ამ საქმეს, რომელზეც თქვენ დავლური იცეკვეთ. ჩემს მიმართ ირღვევა კანონი, კერძოდ კონსტიტუციის მეთვრამეტე მუხლზე მაქვს საუბარი. იმედი მაქვს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ამ საქმეს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას რომელიც შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციასთან"- განაცხადა გიგი უგულავამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები