საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დღეს სათამაშოდ არ გავიდა და 24-ე ტურის შეხვედრა "გორის დილასთან" ჩაიშალა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" შექმნილ ურთულეს ფინანსურ მდგომარეობაზე საუბარი მეორე ტურის განახლებამდე თებერვლიდან დაიწყო.
გამგეობისა და ქალაქის მუნიციპალიტეტისგან მიღებული დაპირებების მიუხედავად, კონკრეტული ნაბიჯები არ განხორციელებულა.
ერთი თვის განმავლობაში კლუბს არც ელექტროებნერგია მიეწოდებოდა, "ზესტაფონელებმა" ორი კვირის წინ გამგეობისგან ფინანსური დახმარების გარანტიები მიიღეს, თუმცა კლუბის ინფორმაციით, არც ისინი შესრულებულა.
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის თანახმად, გუნდს ჩაეთვლება წაგება ანგარიშით 3:0 და მოიხსნება ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებიდან.