14 იანვარი 2026,   03:41
ვრცლად
აშშ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში ჩაერთვება - ალასანია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვება საქართველოს თავნდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ამ პროცესის ფარგლებში შესაძლოა ვერტმფრენი „შავი ქორი“ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გამოჩნდეს.

მინისტრის თქმით, ვერტმფრენების შეძენასთან დაკავშირებით ამერიკულმა მხარემ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ვერტმფრენების პარკის განახლებაზე სუაბარი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ძალოვანი უწყება ტექნიკურად მოძველებულად მიიჩნევს იმ ტექნიკას, რომელიც საქართველოს ძალებს უკვე 20 წელზე მეტია ემსახურება.    

დღის ამბები