12 იანვარი 2026,   14:34
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა გურჯაანში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას პრემიერს აკისრებს

გურჯაანში დღეს მომხდარ ინციდენტზე ნაციონალური მოძრაობის წევრები პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და უშუალოდ პრემიერ-მინისტრს აკისრებენ. ამის შესახებ განცხადება ირმა ნადირაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, დღეს გამგეობაში ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული საბჭოს წევრების გამგეობის შენობიდან გამოძევებას ადგილობრივი ხელისუფლების ახლობლები ცდილობდნენ.

ხვალ დილით ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე გურჯაანში ბრიფინგს გამართავს, სადაც დასახელებული იქნებიან ის პირები, ვინც გურჯაანის ადგილობრივ ხელისუფლებაში სწორედ ნათესაური ნიშნით დასაქმდა.

ანტიკორუფციული საბჭო მუშაობას არ წყვეტს. ისინი გურჯაანში ერთი კვირა საქმიანობის გაგრძელებას გეგმავენ და გამგეობის შენობის დატოვებას არ აპირებენ. ნაციოანლური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ გურჯაანში საბიუჯეტო ხარჯების კონტროლისა და ნეპოტიზმის ფაქტების გამოსავლენად ჩავიდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები