14 იანვარი 2026,   17:47
ვრცლად
დავით ნარმანია „აუთ დორ ჯი”-ს მონოპოლიაში ადანაშაულებს

თბილისის მერი დავით ნარმანია სარეკლამო კომპანია „აუთ დორ ჯი”-ს მონოპოლიაში ადანაშაულებს. თბილისის მერი სარეკლამო რეგულირების მიზნით ახალ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობას იწყებს.

ნარმანიას თქმით, უნდა შეიცვალოს მონოპოლიური დამოკიდებულება და ისეთი რეგულაციები უნდა შემუშავდეს, რაც კონკურენციასაც გაზრდის და ქალაქის ბიუჯეტზეც უკეთ აისახება.

თბილისის ვიცე მერის ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, „აუთ დორ ჯი“-ს მიერ გარე რეკლამაზე კვადრატული მეტრი რამდენიმე ათეულ ლარად ქირავდება და აქედან დედაქალაქის ბიუჯეტში მხოლოდ 15 პროცენტი შედის. ქალაქის მერი დავით ნარმანია არ გამორიცხავს - გადახედილი იქნას ის თანხა, რომელიც კომპანიას ბიუჯეტში შეაქვს.

რაც შეეხება „აუთ დორ ჯი“-ს, მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ რეგულაციები შეიცვლება, ისინი დაემორჩილებიან ახალ წესებს. 

დღის ამბები