16 იანვარი 2026,   11:48
ვრცლად
საზოგადოება „ივერია“ პრემიერ-მინისტრის გადადგომას „დაჟინებით“ მოითხოვს

საზოგადოება „ივერია“ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობის დატოვებას „დაჟნებით“ მოითხოვს.  ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უნდა დატოვოს. 

ამ მოთხოვნის მთავარი მიზეზი კი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებებია, რომელიც მან რუსეთ-აფხაზეთს შორის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

„ღარიბაშვილის კომენტარი ცხადყოფს, რომ მისი სახით საქმე გვაქვს პოლიტიკურად გაუნათლებელ, სახელმწიფოებრივი და პატრიოტული ცნობიერების არმქონე პირთან, რომელიც დაუმსახურებლად, შემთხვევითობის წყალობით, იკავებს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას,“ - ნათქვამია საზოგადოება „ივერიის“ განცხადებაში.

იმ შემთხვევაში, თუ  პრემიერ-მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს, საზოგადოება „ივერიას“ წარმომადგენლები პარლამენტის მხრიდან პრემიერ-მინისტრის მისამართით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზეწოლის მექანიზმების ამოქმედებას მოითხოვს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები