16 იანვარი 2026,   12:57
ვრცლად
საგარეო უწყება ორშაბათს დიპლომატიურ კორპუსს ახალ მითითებებს მისცემს

საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი დავალებებს მისცემს, თუ როგორ უნდა იმუშაონ საერთაშორისო საზოგადოებასთან.    

ამის შესახებ ცნობილი დღეს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და იმსჯელეს როგორც რუსეთ-აფხაზეთს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების, ასევე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით.

ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორ შეიცვლება დიპლომატიური კორპუსის ინსტრუქცია. მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ზოგადად მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ "მთავრობის საგარეო პოლიტიკა აგრესიული გახდება".       

დღის ამბები