13 იანვარი 2026,   04:52
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი აშშ-ს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრი აშშ-ს დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების და აშშ-ს როლის პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესზე.

თავდაცვის მინისტრმა ამერიკულ მხარეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებული ერთობლივი განცხადების მხარდაჭერისა და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის ქართული ასეულის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები