16 იანვარი 2026,   01:47
ვრცლად
ღარიბაშვილის ახალი ხედვა აფხაზეთთან მიმართებაში ისევ უცნობია

პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ის „ექსკლუზიურად იტყოდა“, რა ხედვა აქვს აფხაზეთთან მიმართებაში, დღეს არ შესრულდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ინიციატივის შესახებ დღეს მედიასთან არ ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოსაზრება დღეს კრიზისების მართვის საბჭოს წევრებს მიაწოდა. საბჭომ კი პრემიერის ახალ ხედვაზე აფხაზეთთან მიმართებაში მუშაობა დაიწყო.

ამის შესახებ განცხადება მედიასთან უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ პრემიერის ახალი ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ეხება. თუმცა, რას ითვალისწინებს და როგორია პრემიერ-მინისტრის ხედვა, ეს ამ დრომდე უცნობია.

„პრემიერი საკუთარი ხედვის შესახებ თავად ისაუბრებს,“  - აღნიშნა ჯანელიძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები