"ბიზნესს ზედმეტად აწუხებენ და ბოლო კაპიკებს იღებენ ბიუჯეტის შესასრულებლად,"- ეს განცხადება ჟუნრალისტებთან რამდენიმე წუთის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა. მას მიაჩნია, რომ ბიზნესმენებზე ზეწოლა ბიუჯეტის შევსების გამო ხორციელდება.
"გაჩერებულ ეკონომიკაში ბიუჯეტს ვეღარ შეავსებენ და რადგან ბიუჯეტი ვერ ივსება საგადასახადო სამსახურები მიზნის მისახწევად და ბიუჯეტის შესასრულებლად ბიზნესს ზედმეტად აწუხებენ, იღებენ ბოლო კაპიკებს,"- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ოპოზიციის ბრალდებებს მმართველ გუნდში პასუხობენ. ნოდარ ებანოიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცის ბრალდებები უსაფუძვლოა.
"აღმოჩნდა, რომ დავების 65% შემთხვევაში გადამხდელთა ინტერესების გამო გრძელდება, რათა მათ დაასაბუთონ საკუთარი სიმართლე, 5 -7 პროცენტში კი დავა საგადასახადო ორგანიზაციის გამო გაგრძელდება,"- აცხადებს დეპუტატი ნოდარ ებანოიძე.