"მას კანონი არ დაუღვევია მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, "- ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას წასულიყო თანამდებობიდან.
ფინანსთა მინისტრი ფიქრობს, რომ ზურაბ ახალკაციშვილს კანონი არ დაურღვევია.
"ბატონ ზურაბს კანონი არ დაუღვევეია. მომსახურების სააგენტოს ინტერნეტის გარდა აქვს მაღაზიები. ბატონმა ზურაბმა ჩვეულებრივი ვაჭრობის საფუძველზე შეიძინა ავტომობილი და აქ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მაგრამ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.