ორდღიანი ვიზიტის ბოლოს ბელარუსის პრეზიდენტის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელოც შესვეს და ხალხთა შორის მეგობრობაზე ისაუბრეს.
ოფიციალურ სადილს საქართველოს და ბელარუსის დელეგაციებიც დაესწრნენ. შესრულდა საქართველოსა და ბელარუსის სახელმწიფო ჰიმნები.