ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოვა. სესია, მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებს შეეხება.
დღეიდან ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები იწყება. ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრება პრეზიდენტ კლინტონისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას.
23 სექტემბერს პრემიერი კლიმატის ცვლილებების სამიტსაც დაესწრება, 26 სექტემბერს კი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე. ღარიბაშვილი კიდევ რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრებზე ძირითადად ყურადღებას გაამახილებს საქარველოში მიმდნაირე მოვლენებზე საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე. პრემიერ-მინისტრის პარალელურად შეხვდრები აქვთ დაგეგმილი საქართველოს დელეგაციის წევრებსაც.
გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. ის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძებებს დაესწრება.