საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დამოუკიებლობის დღეს თბილისში სამხედრო აღლუმი არ გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა.
მაია ცქიტიშვილის გაცნხადებით მთავრობამ 9 და 26 მაისის აღნიშვნას სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და ის სამხედრო აღლუმის ჩატარებას არ ითვალისწინებს.
"26 მაისს აღლუმი არ იქნება, მაგრამ იქნება ფიცის დადების ცერემონია, რისი ტრადიციაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ დავამკვიდრეთ და თავისუფლების მოედანზე გაიმართება," - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.
"ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა სახალხო სერინობა - ზეიმი, რომელიც შარშან და შარშან წინაც გაიმართა. რუსთაველის გამზირზე ისევ იქნება განლაგებული სამინისტროები თავიანთი პროექტებით, ასევე მოეწყობა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. საღამოს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია დიდი კონცერტი. გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკაც და გამოიფინება ისტორიული კოსტიუმები, ასე რომ, ვფიქრობ, ნამვილად კარგი ზეიმი გამოვა," - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.