ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის ჩასაქრობად რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ავიაციას აგზავნის.
ინფორმაციას “ სპუტნიკი“ ავრცელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში უღელტეხილზე ხანძრის კერები პირველად 10 ნოემბერს გაჩნდა. ცეცხლი მაღალმთიან რეგიონში, სოფელ პსხუში ტყის მასივს უკიდია.