"ეკონომიკის მდგომარეობის გამომხატველია დღეს ლარის კურსის ვარდნა," - ამის შესახებ კურიერთან გოკა გაბაშვილმა განაცხადა და ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან ერთად დანისა და გაზის ტარიფის მოსალოდნელ ზრდაზე ისაუბრა.
"დღევანდელ პირობებში სულაც არ მიკვირს, რომ მთავრობა რასაც დაჰპირდა მოსახლეობას ტარიფების შემცირებაზე, რაც ჩემი აზრით სრული დემაგოგია იყო, ვერ შეასრულებს და პირიქით, ტარიფი გაიზრდება. ერთადერთი გამოსავალი, რომ უნიათო მთავრობა, რომელიც მხოლოდ ტყუილსა და უტიფრობაზეა დაფუძნებული, უნდა წავიდეს," - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.