ქვეყანაში სავალუტო კრიზისი გრძელდება, ლარი დღესაც გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით ეროვნული ვალუტა დღეს 0.0008 ლარით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.2852 ლარი გახდა.
რაც შეეხებათ კომერციულ ბანკებს:
"საქართველოს ბანკში" ერთი დოლარის ფასი 2.3150 ლარია;
"TBC ბანკში" ერთი დოლარის ფასი 2.3180 ლარია;
"ბანკ რესპუბლიკაში" კი ერთი დოლარის ფასი 2.2550 ლარია.