თავდაცვითი საშუალებების შესახებ საფრანგეთთან ჩაშლილ მემორანდუმთან დაკავშირებით თავისუფალი დემოკრატები სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნას ითოხვენ. ალასანიას თანაგუნდელები აცხადებენ, რომ უნდა დადგინდეს თუ ვინ და რა მიზნით რეკავდა საფრანგეთში და რას ეუბნებოდნენ პარიზში ვიზიტით მყოფ მაშინდელ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას თბილისიდან.
კომისიის შექმნის კიდევ ერთ მიზანზე ირაკლი ჩიქოვანი განცხადებას აკეთებს.
"დროებითი კომისია რომელსაც ვითხოვთ, ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითერების საკითხის შესწავლას გულისხმობს. მთელი წლების განმავლოაბში საქართველო იბომბებოდა და პასუხის გაცემის საშუალება არ გვქონდა,"- აცხადებს დეპუტატი და ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი.
ალასანიას გუნდის მოთხოვნას კომისიის შექმნის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობს წარმომადგენლები ეთანხმებიან და მხარს უჭერენ.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას. საქართველოს სჭირდება თავდაცვა. ხელშეკრულება საფრანგეთთან, იმიტომ არ გაფორმდა, რომ არაფორმალურმა მმართველმა განახორციელა ზარი,"- აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი.
ოპოზიციის ბრალდებებს ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობენ.
"მინისტრმა რამდენჯერმე უპასუხა ამ კითხვას, თუმცა მათ ამის მოსმენა არ უნდათ. ისინი ცდილობენ ამ განცხადებებით ქულები ჩაიწერონ. მათ არ სურთ სასამართლო გადაწყვეტილებებს დაელოდონ,"- განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა და ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.