იური ვაზაგაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მთავარი პროკურატურა კი დღეიდან იმ ფაქტების გამოკვლევას იწყებს, რომელიც ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა საჯაროდ გაახმოვანეს.
კერძოდ საუბარია დნმ-ის ანალიზზე, რომელიც როგორც სოსანაშვილი იუწყება მას მანამდე აუღეს სანამ დააკავებდნენ.
„გამოძიების მიერ მოწმის სახით დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი როინ ასანიძე, რომელმაც კატეგორიულად უარყო სოსანაშვილისგან დნმ-ის ნიმუშის აღების ფაქტი და მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობის აბსურდულობისა, ამ თემის ირგვლივ წამოჭრილ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, თავად გამოთქვა სურვილი ბრალდებულის ადვოკატისა და დაზარალებული მხარის თანდასწრებით მისგან დნმ-ის ნიმუშის აღებაზე და შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე. როინ ასანიძისგან აღებული იქნა დნმ-ის ნიმუშები და საექსპერტო კვლევისათვის გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს, რათა საქმეზე ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
ექსპერტიზის დასრულებისთანავე პროკურატურა გაასაჯაროვებს მიღებულ შედეგებს,”- ნათქვამია პროკურატურის განცხდაებაში.