ზესტაფონის პოლიციის შენობის ეზოში 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს პოლიციის ეზოში ის სამართალდამცველებს ელოდებოდა, რომლებიც მის შესახებ ინფორმაციას სპეციალურ ბაზაში ამოწმებდნენ.
ზესტაფონის პოლიციაში გარდაცვალებამდე მამაკაცი მეუღლესთან ერთად მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის გაჩერების გამო, რომელიც შეფერხებას ქმნიდა სამართალდამცველებმა მისი საბუთები მოითხოვეს, თუმცა მას დოკუმენტები არ აღმოაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.