ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრემიერის მოვალეობას ფინანსთა მინისტრი ვლადიმერ დელბა შეასრულებს. პარალელურად, ანქვაბისა და ლაკერბაიას გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გალისა და ტყვარჩელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები გაათავისუფლა. ვალერი ბგანბამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტს გენერალური პროკურორის საფარბეი მიკანბას თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა.
ამჟამად საოკუპაციო რეჟიმი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის დაფინანსების წყაროს ეძებს. ალექსანდრე ანქვაბი კი მორიგ კომენტარს აკეთებს და მისი გადაყენების შესახებ ეგრეთ წოდებული პარლამენტის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს.
`პარლამენტის მიერ მიღებული ბოლო აქტი არ შეესაბამება აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას. თუმცა ამ პირობებში მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებას მივიჩნევ პოლიტიკურად მისაღებად, ეს არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა,`- განაცხადა