"კურიერის" ინფორმაციით, ვაკეში 7 გასროლის შედეგად 2 ადამიანი დაჭრეს.
შემთხვევა მცხეთის ქუჩაზე მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდასხმელმა დაზარალებულებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ავტომობილში ისხდნენ.
ამ დროისათვის უცნობია დაჭრილთა მდგომარეობა და დაუდგენელია ისიც, თუ სად არიან დაჭრილი მოქალაქეები გადაყვანილები.
მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისმხობს. აღნიშნული დანაშაული 3-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.