ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრობის კანდიდატებს ხვალ 10:00 საათზე წარადგენს. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ირაკლი ღარიბაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებს, ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ხვდება. სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, იმ პირთა ვინაობა რომელსაც ხვალ ღარიბაშვილი საზოგადოებას მინისტრობის კანდიდატებად დაუსახელებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის დასრულებას "კურიერის" გადამღები ჯგუფი ელოდება და დამატებით დეტალებს "კურიერში" 18:00 საათზე შემოგთავაზებთ.