სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად შესაძლოა ტარიელ ხეჩიკაშვილი დაინიშნოს. ინფორმაციას ამის შესახებ "კურიერთან" საუბრისას თავად ხეჩიკაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს თუმცა აცხადებს, რომ კონსულტაციები ამ თემაზე გაიმართა.
ტარიელ ხეჩიკაშვილი საფეხბურთო კლუბის "საბურთალოს" მფლობელია და საკუთარი ბიზნესიც აქვს.
შეგახსენებთ, რომ დღესვე გავრცელდა ინფორმაცია თინათინ ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის მინისტრებად შესაძლო დანიშვნის შესახებაც. ირაკლი ღარიბაშვილი განახლებული მინისტრთა კაბინეტით საზოგადოების წინაშე ხვალ 10:00 საათზე წარსდგება.