საქართველოს პრეზიდენტმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს. ორივე პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ბიბლიოთეკამ კი ახალი წიგნები მიიღო.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ნინო გვენეტაძის წარდგინებით უახლოეს პერიოდში პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ ახალ კანდიდატს წარუდგენს.