15 იანვარი 2026,   03:39
ვრცლად
ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, 22 სექტემბერს ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი თანამშრომლების კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინასასამართლო სხდომა გაიმართება საქალაქო სასამართლოში. მათ სამსახურეობრივი გულგრილობა ედებათ ბრალად. მიხეილ ძაძამია, ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. იგი პირველი იყო, ვინც პრემიერის და რაულ იუსუპოვის ცხედრები ნახა.

საქმის მასალების მიხედვით 2005 წლის სამ თებერვალს, ღამის საათებში ძაძამიამ დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე დატოვა რა პერიოდშიც პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა. პრემიერ მინისტრის ყოფილი დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე კი საბურთალოს ქუჩაზე სწორედ მიხეილ ძაძამიას ზარის შემდეგ მივიდა. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობენ. დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობით წარსდგება. მას სურს შუამდგომლობით მოითხოვოს ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნის გადაცემა.

დღის ამბები